ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში საპროტესტო მიტინგზე 109 ადამიანი დააკავეს


თეირანში პოლიციის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ოპოზიციის მხარდამჭერთა მიერ გამართული საპოტესტო აქციის დროს დააკავეს 109 ადამიანი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ დაკავებულთაგან 47 ადამიანი თავდებით გაათავისუფლეს, ხოლო 62 ადამიანის წინააღმდეგ სსიხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ირანის პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი. შეტაკებისას ბევრი ადამიანი დაშავდა.

საპროტესტო სვლა დაემთხვა 30 წლის წინ თეირანში ამერიკული საელჩოს დარბევას.


XS
SM
MD
LG