ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე ფსიქოლოგები ჩავიდნენ


აშშ-აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა სასწრაფოდ აგზავნის ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე კაპელანებსა და პოსტ-ტრავმატული სინდრომის სპეციალისტებსა და ფსიქოლოგებს. ოფიციალური განცხადების თანახმად გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ მაიორმა ნიდალ მალიკ ჰასანმა ნახევრად ავტომატური იარაღიდან და ჩვეულებრივი პისტოლეტიდან გაუხსნა ცეცხლი ბაზის ტერიტორაზე მყოფ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, სანამ იგი ოთხი გასროლით არ დაჭრა პოლიციის ოფიცერმა.
ჯერ-ჯერობით შეიარაღებული ძალების სარდლობა უარს აცხადებს საუბარს იმის თაობაზე, თუ რა მიზეზით გახსნა ჰასანმა ცეცხლი.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიუსამძიმრა მათი ოჯახის წევრებს, ვინც დაიღუპა ამ ინციდენტში. პრეზიდენტის განკარგულებით თეთრი სახლისა და სხვა ფედერალური შენობების წინ ყველა სახელმწიფო დროშა ნახევრად დაშვებულია.


XS
SM
MD
LG