ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ სამხედრო ბაზაში  ცამეტი ადამიანი დაიღუპა


ტეხასში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა „ფორტ ჰუდში“მომხდარ სროლაში ცამეტი ადამიანი დაიღუპა. დღეს ბაზის ტერიტორიაზე გლოვის დღეა გამოცხადებული. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამერიკის არმიის მაიორმა ნიდალ მალიკ ჰასანმა ცეცხი გაუხსნა ერთ-ერთ შენობაში მყოფ ჯარისკაცებს. ცნობილია, რომ ვირჯინიის შტატში დაბადებული ჰასანი ფსიქიატრია და იგი დიდად ეწინააღმდეგება ერაყის ომს.

„ფორტ ჰუდის“ მეთაურმა გენერალმა რობერტ კონმა განაცხადა, რომ დაჭრილი ჰასანი გადარჩა. ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ კი მომხდარს ძალადობის საშინელი გამოხატულება უწოდა.


XS
SM
MD
LG