ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ მოიწონა მოხსენება ღაზის კონფლიქტის შესახებ


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენება მოიწონა, რომელშიც გაკეთებულია მოწოდება გამოძიება ჩატარდეს ისრაელის არმიისა პალესტინელ მეამბოხეთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე ღაზის კონფლიქტის დროს. ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 114-მა სახელმწიფომ. რეზოლუციის წინააღმდეგ 18 სახელმწფო გამოვიდა, 44-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღვოდა გენერალურ ასამბლეაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე დებატები ე.წ. გოლდსტონის მოხსენების ირგვლივ. გოლდსტონი სამხრეთ აფრიკელი იურისტია, რომელმაც შექმნა ეს დოკუმენტი. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სამი თვის განმავლობაში გენერალურ ასამბლეას უნდა მოახსენოს რეზოლუციის განხორციელების თაობაზე.

XS
SM
MD
LG