ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კულინარიაში დაწესებული ჯილდო "ვენდი"



ჩვეულებრივი ამბავია,როცა ნიუ-იორკის კარგ რესტორანზე გაზეთშისტატიას დაწერენ ან მას ცნობილი შემფასებელი კომპანია „მიჩელინი და ზაგატი“ პატივს დადებს და დადებითად შეაფასებს. მაგრამ მსგავსი სახის აღიარება ჯერ არც ერთ ქუჩის მზარეულს არ წვევია.


ამ რამდენიმე წლის წინ ქუჩის კულინარიაში დაწესებულმა ჯილდო „ვენდიმ“ ყველაფერი შეცვალა დანიუ იორკის ყველა გამყიდველი დღეს ამ ჯილდოსთვის იბრძვის. არსებობიდან მეხუთე წელს „ვენდი“ ქუჩის საუკეთესო მზარეულს აჯილდოებს. ნომინაციაში მოძველებული ჰოთ-დოგი და ფუნთუშა არ ხვდება, საუბარია მსოფლიოს ეთნიკურ სამზარეულოზე, რომელიც ნიუ იორკის ქუჩებში იყრის თავს.


წლევანდელი ნომინაციები ასე გადანაწილდა: ძმები მარტინესები ქუჩის დახლზე მოთავსებული საუკეთესო მექსიკური საზარეულოსათვის. ყველაზე გემრიელი დესერტისთვის ბელგიური ვაშლების მცხობელი დაჯილდოვდა, ხალხის რჩეული კი უკვე მეორე წელია ქუჩის მზარეულია ბანგლადეშიდან. „ჩემი კერძები ყველაზე კარგად იყიდება, ტიპიური ინდური სამზარეულოა, ძირითადად ქათმითა და ბევრი სუნელით“


„უგემრიელესია, ბევრ კომფორტულ, ინდურ რესტორანს კონკურენციას უწევს,გირჩევთ გასინჯოთ ხმობს ხორცი თეთრი სოუსით “-ამბობს ერთ-ერთი კლიენტი.

რამდენიმე უბნის მოშორებით შეგიძლიათ ცხარე კერძებიდან დესერტზეგადახვიდეთ. საუკეთესო დესერტის ნომინაციაში-ბელგიური ვაფლს დააგემოვნებთ. მთავარი კულინარი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ ბიზნესზე ოცნებობდა. წარმოშობით ბელგიელი ბატონი დეჯესტის თქმით,ორიგინალურ რეცეპთან ერთად მან პატარა ბელგია ნიუ იორკში ჩამოიტანა.

„ნიუ იორკში ხალხი ძალიან დაკავებულია, მიხარია თუ მათ ცოტა ხნით ტკბილ ბავშვობაში ვაბრუნებ და ვამხიარულებ.“-ამბობს კულინარი.

ვენდის დაჯილდოვება ქუჩის სამზარეულოს პოპულარიზაციაზე მეტს ნიშნავს. პროექტი „ვენდი“გამყიდველთა უფლებებს იცავს, რომლებიც მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით 5 000 მდე სავაჭრო ეტლს ფლობენ.

ქუჩის კულინართა უმრავლესობის მთავარი ოცნება საკუთარი რესტორნის გახსნაა, თუმცა მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან და სწრაფი კვების მსურველთა რაოდენობრივი ზრდიდანგამომდინარე,ჩანს რომ ოთხ ბორბლიანი მოძრავი ეტლი-სამზარეულოები კიდევ დიდხანს დარჩება ნიუ-იორკის ქუჩებში.



XS
SM
MD
LG