ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი მზადაა ავღანეთში  მისიის შესასრულებლად


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა ავღანეთში თავისი მისიის შესასრულებლად. ეს განცხადება მან გააკეთა მიუხედავად იმისა, რომსაზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ომის მხარდამჭერთა რიცხვი იკლებს. პარასკევს თავის გამოსვლაში გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტული აქტივობის საფრთხის წინაშე დგას და ამის წყარო ავღანეთსა და პაკისტანშია. ბრიტანეთი არ აპირებს პრობლემებს გაექცეს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მისივე განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაისთან საუბრისას მან აღუთქვა მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ავღანეთის მთავრობა იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG