ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაცემა ქალებისათვის თბილისიდან - რესპონდენტი „ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორი თამარ აბრამიშვილი


ქალბატონმა თამარმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ 1994 წელს დაარსდა და მისი ფუნქციაა ქალთა საზოგადოებრივ პოლიტიკური განათლება. ქალბატონი თამარის აზრით ქალთა პოლიტიკური განათლება და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში. მისივე აზრით ეს ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ქალბატონმა თამარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ასზე მეტი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს და ისინი ძირითადად ფინანსდებიან საერთაშორისო დონორების მიერ. –„სამწუხაროა, რომ ქალთა ორგანიზაციები საქართველოში ჯერ-ჯერობით თვითდაფინანსებაზე ვერ გადადიან, ისინი მაინც საერთაშორისო დონორებზე არიან დამოკიდებულები“- აღნიშნა თამარ აბრამიშვილმა და დასძინა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, რომ ქალთა ორგანიზაციებს უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონოდათ ვიდრე დღეს აქვთ.

XS
SM
MD
LG