ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტუაცია საქართველოსთან მიმართებაში დაძაბული რჩება


საქართველომ შესაძლოა ისევ გამოიყენოს ძალა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ- განაცხადა 5 ნოემბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ალექსანდრე შლიახტუროვმა.

”სიტუაცია საქართველოსთან მიმართებაში დაძაბული რჩება, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არა მარტო უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც უკვე დამოუკიდებელი გახდნენ, თავის იურისდიქციაში დააბრუნოს,” - განუცხადა შლიახტუროვმა საინფორმაციო სააგენტო”იტარ-ტასს”.

”ამას უნდა დაემატოს სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა, რომელიც შეიძლება წამოეგოს ცდუნებას და ძალა გამოიყენოს ჭირვეული რესპუბლიკების მოსათვინიერებლად, როგორც ეს შარშან აგვისტოში მოხდა,” - განახცადა მან. ”ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენათა ასეთ განვითარებას”.

შლიახტუროვმა გააკრიტიკა რამდენიმე ქვეყანა, რომლების მისი თქმით საქართველოს სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფენ.


XS
SM
MD
LG