ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და მსოფლიო- რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე


ბატონმა პაატამ ინტერვიუში ისაუბრა H1N1 სახელით ცნობილი ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის შესახებ. ვირუსი მსოფლიოში მძვინვარებს. ბოლო დროს ამ ვირუსმა იკრაინაში მოიკიდა ფეხი და უკრაინელების შეშფოთება გამოიწვია. ბატონმა პაატამ ვირუსის პრევენციულ ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ორგანიზმის გაკაჟება, ვიტამინების მიღება და იმუნიტეტის გაძლიერება. მისი თქმით საქართველოში ვაქცინა ჯერ არ არის შემოსული, თუმც ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა ამის თაობაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ბატონმა პაატამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). სადეზინფექციო საშუალებებია:

  • 70% ეთილის სპირტი 5% ლიზოლი

XS
SM
MD
LG