ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელმა პოლიციელმა 5 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა


ბრიტანეთის თემთა პალატაში პატივი მიაგეს დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა ხსოვნას. ამასთან დაკავშირებით სიტყვა წარმოთქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა. როგორც მან თქვა მიუხედავად იმისა, რომ ავღანელმა პოლიციელმა ჰელმანდის პროვინციაში 5 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა ბრიტანეთი არ შეწყვეტს მის ოპერაციებს ავღანეთში. ბატონმა ბრაუნმა გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულმა თალიბმა დახოცა ბრიტანელები. ამ ინციდენტისათვის პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად მიმდინარეობს გამოძიება მისივე თქმით გაგრძელდება ავღანეთის პოლიციისა და ჯარისკაცთა წვრთნა. ბრაუნმა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოუწოდა უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადოს კორუფციას.

XS
SM
MD
LG