ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულიდან გაეროს თანამშრომლებს უხიფათო ადგილებში გადაიყვანენ


ქაბულში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტით დაშინებული გაერო თანამშრომლების სხვა უფრო უხიფათო ადგილებში გადაყვანას გეგმავს.

ქაბულში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტით დაშინებული გაერო ექვსასამდე თანამშრომლის სხვა უფრო უხიფათო ადგილებში გადაყვანას გეგმავს:

„გაერომ ავღანეთში დასაქმებული ათას ას კაციანი საერთაშორისო გუნდის ნახევრის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების უფრო უხიფათო რეგიონებში გადაყვანა გადაწყვიტა". განაცხადა გაეროს მისიის წარმოამდგენელმა ქაბულში კაი აიდამ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, თალიბმა თავდამსხმელებმა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე სასტუმროზე თავდასხმისას ხუთი გაეროს თანამშრომელი გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG