ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაარბიეს


ირანში უშიშროების ძალებმა თეირანში ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს საპროტესტო აქციის დარბევისას. არიან დაშავებულები. ქალაქის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მონაწილენი გაჰყვიროდნენ სიკვდილი დიქტატორს და ამით გამოხატავდნენ პროტესტს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევისადმი. აქციაში მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ 12 ივლისს ჩატარებული არჩევნები გააყალბეს აჰმადინეჟადის სასარგებლოდ. ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა მთავრობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის პარალელურად. ეს აქცია ემთხვევა 30 წლის წინ თეირანში ამერიკული საელჩოს დარბევას. ოფიციალურად სანქციონირებული მანიფესტაცის მონაწილენი ამერიკის საელჩოს ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და გაჰყვიროდნენ "სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს". 1979 წელს ისლამისტი ირანელი სტუდენტები ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 52-ი ამერიკელი მძევლად აიყვანეს.

XS
SM
MD
LG