ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავანამ რუსულ კომპანიას კუბის სანაპიროსთან ნავთობის მოპოვების უფლება მისცა


ჰავანამ რუსულ სახელმწიფო კომპანიას „ზარუბეჟნეფტს“ კუბის სანაპიროსთან ნავთობის მოპოვების უფლება მისცა. ხელშეკრულება „ზარუბეჟნეფტსა“ და კუბის სახელმწიფო კომპანია „კუბაპეტროლეუს“ შორის ჰავანაში დაიდო. ჰავანა აცხადებს, რომ კუბის ტერიტორიულ წყლებში მდებარე საბადოებში ოც მილიარდ ბარელამდე ნავთობი მოიპოვება. კუბას უკვე დადებული აქვს მსგავსი ხელშეკრულებები ვენესუელის, ბრაზილიისა და ინდოეთის ნავთობმომპოვებელ კომპანიებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კუბის მთავარი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პარტნიორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუნძული დიდ ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის.

XS
SM
MD
LG