ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა ისრაელის მიერ მშენებლობების წარმოებას უკანონო უწოდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელის მიერ მშენებლობების წარმოებას უკანონო უწოდა. მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მშენებლობების კანონიერებას არ აღიარებს. კლინტონმა ამის შესახებ ქაიროში ეგიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა მხოლოდ მშენებლობების სრულიად შეწყვეტას დაჰყაბულდება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, როდესაც სახელმწიფო მდივანმა მოიწონა ისრაელის წინადადება, მშენებლობების მხოლოდ ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ, მან ამის გამო არაბული სამყაროს ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა.

XS
SM
MD
LG