ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საშტატო არჩევნებში რესპუბლიკელებმა მიაღწიეს წარმატებას


ვირჯინიისა და ნიუ ჯერსის საგუბერნატორო არჩევნებში რესპუბლიკელებმა მოიპოვეს გამარჯვება. აშშ-ში ეს არჩევნები საყოველთაოდ აღიქმება, როგორც რეფერენდუმი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის მიმართ. პოლიტიკურ მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ამ ო რ შტატში მიღებული შედეგები მიუთითებს ამომრჩეველთა აზრის რესპუბლიკელთა სასარგებლოდ შეცვლაზე. ვირჯინიის გუბერნატორად არჩეულია რესპუბლიკელი ბობ მაკდონელი. მან ხმათა დიდი სხვაობით დაამარცხა მისი დემოკრატი მეტოქე ქრეგ დიდსი. იგი რვა წლის განმავლობაში პრველი რესპუბლიკელი გუბერნატორი იქნება ვრჯინიაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში არიზონელსენატორ ჯონ მაკეინის წნააღმდეგ ამ შტატის დამოუკიდებელმა ამომრჩევლებმა ობამას მისცეს ხმა.ნიუ ჯერსიში, რომელიც ყოველთვის დემოკრატიული პარტიისაკენ იხრებოდა ასევე რესპუბლიკელმა კრის კრისტიმ გაიმარჯვა. კრისტი პირველი რესპუბლიკელი იქნება ამ პოსტზე თორმეტი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG