ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

გრიგოლ ვაშაძე, ეროვნებით ქართველი ყოფილი საბჭოთა დიპლომატია. დღეს მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ მედვეძევს რუსულ პასპორტთან ერთად, მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნის წერილი გაუგზავნა.

მისი რეაგირება რუსეთის დუმის ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივას მოყვა, რომელიც ვაშაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა დეპუტატთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება დუმის პრეროგატივას აღემატება.

გრიგოლ ვაშაძემ განათლება მოსკოვში მიიღო და 1980 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

მას ორმაგი მოქალაქეობა ქონდა, მაშინაც, როდესაც შარშან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

მისი ამ პოსტზე დანიშვნა 2008 წელს, რუსეთ-საქართვერლოს ომიდან 4 თვეში მოხდა.

XS
SM
MD
LG