ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უცხოელის თვალით-რესპონდენტი აზერბაიჯანელი ჯამილა ბაკიროვა


ქალბატონი ჯამილა და მისი ოჯახი საქართველოში ხშირად იმყოფება. მისი მეუღლე ბიზნესმენია და იგი ოჯახთან ერთად საქარველოს ხშირი სტუმარია. ქალბატონმა ჯამილამ დიდი სიყვარულით ისაუბრა საქართველოზე და აღნიშნა, რომ იგი და მისი ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში ატარებს და მისთვის პირველ რიგში საქართველო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანი მოიაზრება მის სამშობლოდ. ქალბატონმა ჯამილამ ასევე გვითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს აქვს მის ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალიან ახლოს არის აზერბაიჯანელებთან, რადგანაც მათაც იგივე პრობლემები გააჩნიათ. მათ კარგად იციან თუ რა არის მეზობელი ქვეყნის მიერ ტერიტორიების დაპყრობა და ის ტკივილი, რომელიც ქართველებს გააჩნიათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგად ესმის მას.

XS
SM
MD
LG