ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ამერიკის არ სჯერა


ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ არ მოტყუვდება ამერიკის განცხადებით, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ორი ქვეყნის შერიგებას.

ირანის სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანს არ აკმაყოფილებს ზედაპირული, შემრიგებლური ტონის განცხადებები ვაშინგტონიდან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, მხარს უჭერს ირანთან უფრო აქტიურ ურთიერთობებს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია თეირანს ასევე მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა ბირთვული პროგრამის ირგვლივ დაწყებული შეშფთოება გააქარწყლოს.

XS
SM
MD
LG