ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლის პირობა მისცა


ავღანეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ თავის გუნდთან ერთად კორუფციის აღმოფხვრაზე აქტიურად იმუშავებს.

დღეს წარმოთქმულ სიტყვაში, მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია „ავღანეთის სარკე“ იქნება და საზოგადოების გაერთიანებაზე იზრუნებს. მან პირობა დადო, რომ გაარღვევს ეგრეთ წოდებულ „კორუფციის ჯაჭვს“, რომელიც დღეს ავღანეთის მთავრობაშია.

კარზაიმ ასევე დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, არა მხოლოდ ერთი ადამაინი, არამედ ყველა ის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG