ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ საქართველოს 7.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა


საქართველოში ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიდა, რომელშიც 7.2 მილიონი დოლარის ოდენობის წნევის წამლები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, მულტი-ვიტამინების მარაგი და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებებია. ჩვენმა რესპონდენტმა ნიკა ჩიტიძემ აღნიშნა, რომ ასეთი სახის დახმარებები ამერიკის მხრიდან კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოსადმი. მისივე თქმით ასევე ძალზედ მნიშვნელოანია ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

XS
SM
MD
LG