ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი არაბების შემორიგებას ცდილობს


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მეორე დღეა ცდილობს არაბული სახელმწიფოების ლიდერთა გული მოიგოს, რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან მას შემდეგ რაც კლინტონმა დადებითად მოიხსენია ისრაელის შეთავაზება სამოსახლოების მშენებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

დღეს, მაროკოში ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში, ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების თანაცხოვრებას და რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საჯარო გამოსვლებისას.

შეგახსენებთ, რომგასულ კვირას, ჰილარი კლინტონმა ისრაელისშეთავაზებას--შეზღუდოს დასახლებების მშენებლობა--უპრეცედენტო უწოდა.

XS
SM
MD
LG