ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებში ჰამიდ კარზაიმ გაიმარჯვა



ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში აგვისტოში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ. კომისიამ აგრეთვე გააუქმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იგეგმებოდა შაბათს, 7 ნოემბერს.

კომისიის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ მას შემდეგ რაც ბატონ კარზაის მთავარი მეტოქე აბდულა აბდულა გაეთიშა საარჩევნო კამპანიას არჩევნების ხელმეორედ გაყალბების შიშის გამო.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს ქაბულში ჩავიდა ბატონ კარზაისთან და ბატონ აბდულასთან შესახვედრად. მისი გამოუცხადებელი ვიზიტი პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა რადგან ბატონ აბდულას გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ ფაქტობრივად ბატონ კარზაის ხელახლა არჩევის ტოლფასია.



XS
SM
MD
LG