ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პოლიცია ოპოზიციას აფრთხილებს


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით პოლიცია არ ურჩევს ოპოზიციის ჯგუფებს საპროტესტო დემონსტრაციების მოწყობას ამ კვირის მანძილზე. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირას ფართომასშტაბიანი სახალხო დემონსტრაციებია დაგეგმილი თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს აღების 30 წლისთავთან დაკავშირებით.

რამოდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა მირ ჰოსეინ მუსავიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი მოუწოდებს მის მხარდამჭერებს მიიღონ მონაწილეობა იმ დემონსტრაციებში, რომელიც უნდა მიეძღვნას 1979 წელს შეერთებული შტატების საელჩოს აღების აღნიშნვნას.

მუსავიმ ხსენებული მოწოდება გამოაქვეყნა მის ვებ გვერდზე გასულ შაბათს. განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მისი მოძრაობა კვლავინდებურად გააგრძელებს მოთხოვნების წამოყენებას მთავრობის მიმართ. ირანის ოპოზიციის წევრების თქმით, 12 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ.



XS
SM
MD
LG