ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში გრიპისგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება


უკრაინაში გრიპისგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ამის პარალელურად კიევმა დაიწყო სამედიცინო დახმარების მიღება ევროპის სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამჟამად სულ დაიღუპა 67 პირი და ქვეყნის საავადმყოფოებში გრიპის სიმპტომებით მოთავსებულია 15,000-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის მთავრობის განცხადებით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რამდენ ადამიანს დაუდგინეს ჰაშ-ერთი-ენ-ერთის ვირუსი ანუ ღორის გრიპი. დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით 47 მილიონიან ქვეყანაში დახურულია სკოლები. ამას გარდა, მომდევნო სამი კვირის მანძილზე იკრძალება ხალხმრავალი თავყრილობა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გააკეთა განცხადება რომელშიც იგი ითხოვს საერთაშორისო დახმარებას. მისი თქმით ეპიდემია საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და უკრაინას მასთან მარტო გამკვლავების უნარი არ გააჩნია.




XS
SM
MD
LG