ჰამიდ კარზაი ავღანეთის პრეზიდენტია. ის გამარჯვებულად
არჩევნების ხელახალი რაუნდის გარესე გამოცხადდა.
ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჰამიდ კარზაი პრეზიდენტად ხელმეორე არჩევნების ჩატარების გარეშე გამოაცხადა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც კარზაის მოწინააღმდეგე აბდულა აბდულამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ერთ თვიანი პოლიტიკური გაურკვევლობის
თალიბთა ძალადობის და არჩევნების პირველ ტურში მასობრივი გაყალბების შემდეგ, ავღანელებმა იციან, თუ ვინ იქნება მათი პრეზიდენტი.
„ჩვენ გამოვაცხადეთ,
რომ არჩევნების პირველ ტურში ჰამიდ კარზაიმ ხმათა უმრავლესობა დააგროვა და განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში ერთადერთი კანდიდატი იყო. ასე რომ ჩვენ მას პრეზიდენტად ვაცხადებთ."
ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ,აშშ წარმომადგენლებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ჰამიდ კარზაის გამარჯვება მიულოცეს.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ავღანეთის ერთგული რჩება. "ჩვენ ვერ და არ შევიკავებთ თავს , გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავღანეთში მუშაობას შედგომშიც გააგრძელებს." -აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.
ჰამიდ კარზაისთვის ეს მეორე საპრეზიდენტო ვადაა. შემდგომში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლებას მას ავღანეთის კონსტიტუცია არ აძლევს.