ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტალინის შვილიშვილი რუსულ გაზეთს უჩივის


იოსებ სტალინის შვილიშვილმა რუსული პრესის წამყვან გაზეთს „ნოვაია გაზეტას" ბაბუის სახელის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში უჩივლა.

ევგენი ჯუღაშვილის ბაბუას - იოსებ სტალინს საბჭოთა წყობილების დროს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში მიუძღვის ბრალი,დღეს კი მისი შვილიშვილი "ნოვაია გაზეტას" მორალური შეურცხყოფისთვის 300,000დოლარს სთხოვს. ევგენი ჯუღაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს,რომ რეპრესიების დროს , საბჭოთა კავშირში ადამიანებს სტალინის მიერ პირადად ხელმოწერილი სასიკვდილო განაჩენის საფუძველზე ხვრეტდნენ.

ელისონ გილი,რომელიც მოსკოვში " ჰუმან რაითს ვოტჩის" ორგანიზაციის დირექტორია აღნიშნავს:

„ჩემი აზრით ეს შანტაჟს უფრო წააგავს. გაზეთს საქმიანობაში ხელი ეშლება. მსგავს შემთხვევაში ძნელია საკუტარი სიმართლე დაამტკიცო-ამას დრო და ფული სჭირდება.უტყუარი ისტორიული ფაქტები კი სამწუხაროდ ამ ჭეშმარტებას ღაღადებენ".

ქალბატონი გილის აზრით ქვეყანაში ,სადაც ვითომდა დემოკრატიაა , ჟურნალისტები მსგავს სტატიებზე პასუხს არ უნდა აგებდნენ.

"ფაქტია,რომ დღეს რუს ჟურნალისტებს მძიმე ხანა უდგათ. ხშირია მათზე თავდასხმები ,რომ არაფერი ვთქვათ გახმაურებულ მკვლელობებზე. მათი სამუშაო ძალზე სახიფათოდ იქცა და ყოველ დონეზე უკვე რისკთანაა დაკავშირებული"

ნიუ იორკში არსებულ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დასკვით, რუსეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანად ითვლება,სადაც ჟურნალისტური საქმიანობა ძალზე სახიფათოა.

რვა წლის მანძილზე გაზეთ "ნოვაია გაზეტას" თანამშორმლებიდან ოთხი ჟურნალისტია მოკლული.გაზეთის მესვეურთა აზრით,ყველა ეს ფაქტი ჟურნალისტთა საქმიაანობის გამოა მომხდარი.

ქრისტოფერ ბოინი მოსკოვში ფრანგული პრესის სააგენტოს დირექტორია.მისი თქმით,ყოფილი საბჭოთა კავშირის ტეროტრორიაზე ჟურნალისტური მოღავწეობა ძალზე ბევრ რისკთანაა დაკავშირებული.

„რუს ჟურნალისტებს ნადმვილად გაუსაძლის პირობებში უხდებათ მუშაობა,ისინი თავიანთი საქმიანობით ხშირად რისკზე მიდიან და საკუთარ სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნიან"

ბოინის აზრით,არაფერია განსაკუთრებული იმაში,რომ სტალინის შვილიშვილმა "ნოვაია გაზეტას" სასამართლოში უჩივლა.ამის უფლება რუსეთში ყველა მოქალაქეს აქვს.მთავარი ის გახლავთ,რომ ჟურნალისტებს რუსეთში სასამართლოების უკვე აღარ სჯერათ.

ამასობაში კი,ვიდრე ევგენი ჯუღაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის,"ნოვაია გაზეტას" გამომცემლებს რუსეთის პრეზიდენტის- დიმიტრი მედვედევი სახით დამცველი გამოუჩნდათ.გასულ პარასკევს პრეზიდენტმა მედვედევმა საკუტარ გამოსვლაში აღნიშნა,რომ რუსეთში ახალგაზრდა თაობამ კარგად უნდა გააცნობიეროს,თუ რა ზიანი მოუტანა სტალინის მართველობამ მათ ქვეყანას . ამის დავიწყება და პატიება არაფრით შეიძლება-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.


XS
SM
MD
LG