ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ფილტვების ანთების საწინააღმდეგო გეგმა


გაეროსა და მსოფლიოს ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციების ინიციატივით დღევანდელი დღე პირველად აღინიშნება როგორც მსოფლიო პნევმონიის დღე. ამ ინიციატივის მიზანია პნევმონიის საწინააღმდეგო გლობალური პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანია 2015 წლისათვის ხუთ მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, ამჟამად პნევმონიას ყოველ ხუთ წამს ეწირება ბავშვის სიცოცხლე. ეს მაჩვენებელი ნამდვილად შემზარავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პნევმონიისგან დაღუპულთა რიცხვი აღემატება წითურის, მალარიისა და შიდსისგან დაღუპულთა რიცხვს. პნევმონიისგან დაღუპულ ბავშვთა უმეტესობა ანუ 98 პროცენტი სამხრეთ აზიასა და აფრიკის საჰარის რეგიონშია.


გაეროს სააგენტოებისა და თითქმის 100 გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით პნევმონიის თავიდან აცილება და მკურნალობა შედარებით ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაავადებას ნაკლები ყურადღება ეთმობა.


XS
SM
MD
LG