ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი მირ ჰოსეინ მუსავი განცხადებით გამოვიდა


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი მირ ჰოსეინ მუსავი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს გააგრძელონ ბრძოლა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.

მის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მუსავის მოძრაობა არ აპირებს დათმობებზე წასვლას. ოპოზიციია აცხადებს, რომ ირანში 12 ივნისს გამართული არჩევნები გაყალბებული იყო პრეზიდენტი მახმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ.

მუსავიმ ასევე მოუწოდა თავის მხარდამჭერებს მონაწილეობა მიიღონ ოთხშაბათს დაგეგმილ დემონსტრაციაში, რომელიც ირანელი სტუდენტების მიერ თეირანში ამერიკის საელჩოს აღების 30 წლისთავს მიეძღვნება.

XS
SM
MD
LG