ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუნძულმა სახელმწიფომ პალაუმ მიიღო გუანტანამოდან გათავისუფლებული ექვსი უიღური


დღეს ექვსი ჩინელი მუსლიმანი, რომელიც გუანტანამოს საპყრობილედან გაათავისუფლეს, ჩავიდა ტროპიკულ კუნძულ პალაუზე მას შემდეგ რაც ეს სახელმწიფო დათანხმდა ამ პირთა მიღებას.

პალაუს მთავრობის განცხადების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ჯონსონ ტორიბიონგი შეხვდა უიღურებს პალაუს აეროპორტში.

განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ უიღურები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო დახმარებით, ბინებითა და განათლებით, ინგლისური ენის გაკვეთილებისა და იმ ხელობის შესწავლის ჩათვლით, რომელიც მათ დაეხმარებათ სამუშაოს შოვნაში.

XS
SM
MD
LG