ბატონმა აბდულამ ეს განცხადება არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე გააკეთა, რამაც ქვეყანაში კიდევ უფრო დაძაბა წინასაარჩევნო ფონი.
ავღანეთში გაეროს წარმომადგენლის, ალიმ სიდიკის განცხადებით, ავღანეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ უნდა წარიმართოს განმეორებითი არჩევნები, რადგანაც ამჟამად პრეზიდენტობის მხოლოდ ერთ კანდიდატს ეყრება კენჭი.
პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა აბდულამ არჩევნებში მონაწილეობა გაიფიქრა.