ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონდურასში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას ელიან


ჰონდურასის მედიის განცხადებით, განდევნილი პრეზიდენტი მანუელ ზელაია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რობერტო მიჩელეტი 5 ნოემბერს ქვეყანას ძალთა გაზიარების პრინციპით გაუძღვებიან.

ჰონდურასის ხელისუფლების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ქვეყნის კონგრესი დაამტკიცებს ამ გარიგებას და ბატონ ზელაიას აღადგენს პრეზიდენტის პოსტზე 29 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე.

არც ზელაია და არც მიჩელეტი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრიან.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის როდის იქნება ზელაიას აღდგენის საკითხი გატანილი კონგრესში განსახილველად.

ძალთა განაწილებაზე შეთანხმებას ხელი ხუთშაბათ საღამოს მოეწერა. მიჩელეტის განცხადებით, ეს შეთანხმება ჰონდრასში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისია.

XS
SM
MD
LG