ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა გაეროს გარიგება უარყო


ირანის პარლამენტმა გაეროს მიერ შეთავაზებული გარგება უარყო ქვეყნის ბირთვულ პროგრამსთან დაკავშირებით.

პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი წინააღმდეგია ირანის ბირთვული მასალა სხვა ქვეყანაში გაიგზავნოს გამდიდრების მიზნით.

მისი თქმით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანს ბირთვული საწვავი დაუბრუნდება გამდიდრების შემდეგ, როგორც ეს შეთანხმებაშია ნათქვამი.

თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა, რომ მას გამდიდრებული ურანი რეაქტორისთვის მანამ დასჭირდება, ვიდრე ურანი სხვა ქვეყანაში გაიგზავნება გასამდიდრებლად.

XS
SM
MD
LG