ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკის აღმასვლას აქვს ადგილი


ამა წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ამერიკის ეკონომნიკამ დაიწყო გამოსწორება მას შემდეგ რაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაღმასვლას ჰქონდა ადგილი. ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად ქვეყნის შიდა ერთობლივი პროდუქტი წლის პირველ მეოთხედში 3.5 მეათედი პროცენტით გაიზარდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ დასკვნას სასიხარულო ამბავი უწოდა, თუმც განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როგორც მან თქვა ქვეყნის ეკონომიკის ჯანმრთელობის მთავარი მაჩვენებელია ის, თუ რა რაოდენობით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და რამდენად ადვილად შეუძლია ყოველ ოჯახს გადასახადების გადახდა. ზოგი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ამერიკაში უმუშევრობის მასშტაბები ისევ გაიზრდება და მომავალ წელს იგი 10 პროცენტზე მეტს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG