ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ფაზაში შევიდა



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა არმიის მაღალჩინოსნებთან ერთად ავღანეთში დამატებითი ჯარების გადაგზავნის შესახებ კონსულტაციებს მართავს. დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტი ობამა სამხედრო საჰაერო ძალების,საზღვაო ფლოტისა და სახმელეთო ჯარებისმაღალჩინოსნებსშეხვდება. ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმაობამამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე ვფიქრობ,რომ ჩვენ მიმდინარე პროცესს უახლოეს რამოდენიმე კვირაში დავასრულებთ“ციტატის დასასრული პენტაგონის პრესცენტრის განცხადებით,ეს შეხვედრა დასტურია იმისა,რომ პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ფაზაში შევიდა.


XS
SM
MD
LG