ქალბატონმა ნანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას "ბავშვი და გარემოს"საქართველოს მასშტაბით 5 ცენტრი აქვს გახსნილი. 1997 წელს დაარსდა ქუჩის ბავშვთა სადღეღამისო ცენტრი "ბეღურები", ეს ცენტრი იყო პირველი ღია ტიპის დაწესებულება საქართველოში იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მრავალმხრივ დახმარებას საჭიროებდნენ. წლების განმავლობაში ორგანიზაცია გაფართოვდა, დაარსდა ბავშვთა სხვადასხვა კატეგორიის ცენტრები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც დღესაც აგრძელებენ საქმიანობას ბავშვის უფლებების დასაცავად. 2001 წლის აპრილიდან ქალაქ ჭიათურაში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრი "ჯეჯილი"უკიდურესად გაჭირვებული და რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვებისათვის მათი სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით.