ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საარჩევნო უბანთა რაოდენობა გაიზრდება



ავღანეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბანთა რაოდენობა მომავალი კვირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაიზრდება. წინა არჩევნებზე გაყალბების მიზეზად დამკვირვებლებმა ოლქების სიმრავლე დაასახელეს.მაშინ ექვსი ათას საარჩევნო უბანზე გაეროს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგნელებმა მილიონამდე ყალბი ბიულეტენი ამოიღეს.უმეტესი მათგანი ისეთი მიუვალი უბნებიდან იყო,სადაც შესაძლოა საარჩევნო უბნები ან არ გაიხსნა ან დამკვირველები საერთოდ არ ყოფილან მივლენილი. აქედან გამომდინარე არსებობს რისკი,რომ გადაწყვეტილებას უბნების გაზრდასთან დაკავშირებით ხმების გაყალბების რისკის ზრდა მოჰყვეს.


XS
SM
MD
LG