ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევმა მოიწონა ახალი ტიპის კოსმოსური ხომალდის აგების იდეა


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოიწონა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს იდეა ახალი ტიპის ხომალდის შექმნაზე, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე იმუშავებს. გუშინ მედვედევმა განაცხადა, რომ ეს ძალზე სერიოზული პროექტია და გასცა განკარგულება რსეთის ფედერაციის მთავრობამ ამ პროექტის დასაფინანსებლად გამონახოს ფულადი სახსრები. როგორც რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა ანატოლი პერმინოვმა განაცხადა საწყისი პროექტი 2012 წლისათვის უნდა დასრულდეს, თუმც თვით ხომალდის აგებას სულ მცირე 9 წელს მაინც მოუნდებიან და მთლიანობაში პროექტი 600 მილიონი დოლარი დაჯდება. გარემოს დამცველებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება, რომ დედამიწის ირგვლივ სივრცეში დდი ზომის ბირთვული რეაქტორი საშიშროების წყარო იქნება. საბოლოო ანგარიშში ახალი ტიპის კოსმოსურმა ხომალდებმა სოიუზის ტიპის ხომალდები უნდა შეცვალოს.

XS
SM
MD
LG