გასულ ღამეს გალის რაიონში ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკა და 500-კაციანი ცოცხალი ძალა შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მთელი გასული ღამის განმავლობაში ჭუბურხინჯში და საბერიოში მძიმე ტექნიკის გადანაწილება მიმდინარეობდა. ჯავშავმტარსპორტიორები ოკუპანტებმა ენგურჰესთან განათავსეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის თქმით რუსეთი ცალსახად არღვევს 12 აგვისტოს პრეზიდენტ სარკოზის დახმარებით დადებულ შეთანხმებას.
აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ საგუშაგოებს, რომლებიც ოკუპანტებმა აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად იძულებით დატოვეს, გასული ღამიდან ისევ ამაგრებენ. ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გეგმავენ ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციას..
ოფიციალური თბილისი გალის რაიონში მიმდინარე მოვლენებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ პროვიკაციად აფასებს !