ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ავღანეთს დახმარებას გაუზრდის



ევროპა ავღანეთისთვის დახმარების გაზრდას აპირებს მიუხედავად იმისა, რომ შუა აზიის ამ ქვეყანაში სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. ევროკავშირმა დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება ლუქსემბურგში ჩატარებულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად გამოხატეს შეშფოთება იმის შესახებ, რომ ავღანეთში არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მძიმდება, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანაში არ შეინიშნება პოლიტიკური პროგრესი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტიცაა, გამოაცხადა, რომ კავშირი გაზრდის ავღანეთისთვის მრავალმხრივ დახმარებას, მათ შორის სამოქალაქო პროგრამებისთვისაც. ევროკავშირის სამოქალაქო დახმარების ოდენობა წელს დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი იყო.


გლობალურ დებატებში აქტიურად ხდება იმისი აღიარება, რომ უსაფრთხოების სფეროში გაწეულ დახმარებასთან ერთად, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, არ გვექნება წარმატება თუ ვერ მოვახერხეთ ისეთი სახელმწიფოს აღმშენებლობა, რომელსაც ელემენტარულად საკუთარი თავის მართვა და შუა და სამხრეთ აზიას შორის ელემენტარული უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეეძლება. ამის მისაღწევად, სტრატეგიული მოთმინება არის საჭირო და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ამის მიღწევა ერთ ღამეში შეუძლებელია. ამასთან ერთად, აუცილებელია სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრების დახმარებაც. ვერ ვიტყოდი, რომ ევროკავშირი ამ პროცესების გაძღოლას არ ითავებს, მაგრამ დახმარების გაზრდას აუცილებლად აპირებს.

ბილდტმა ეს განცხადება ლუქსემბურგში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე გადაწყდა დასავლეთ აფრიკის ქვეყანა გვინეის სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისა და სამხედრო ემბარგოს დაწყება. შეხვედრის დროს, მინისტრებმა გადაწყვიტეს უზბეკეთისთვის სამხედრო ემბარგოს მოხსნა, რომელიც 2005 წელს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ აამოქმედეს.

გარდა ამ გადაწყვეტილებებისა, საგარეო საქმეთა კოორდონატორმა, ჰავიერ სოლანამ ფრთხილი განცხადება გააკეთა ირანთან მიმართებაში. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმაზე, მიეცემა თუ არა ირანს საშუალება კვლევითი რეაქტორისთვის ურანი სხვა ქვეყანაში გაამდიდროს, დამოკიდებულია „მნიშვნელოვანი ცვლილებების“ გატარებაზე.


„ეს გარიგება კარგი გარიგება იყო. არ მგონია მას რაიმე ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდებოდეს, მაგრამ მოდით დაველოდოთ და ვნახოთ რას გულისხმობდა ირანი ამ ფუნდამენტურ ცვლილებებში.“ ციტატის დასასრული.

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლო დაგეგმილ ევროპის ლიდერების სამიტს უსწრებდა წინ.

სამიტზე ევროპელი ლიდერები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაც ისაუბრებენ და დეკემბერში დაგეგმილი კლიმატის ცვლილების სამიტისთვის მოემზადებიან.

XS
SM
MD
LG