ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჰონდურასის კრიზისის მოგვარებას ცდილობს


ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია დღეს ჰონდურასში ჩავა, რათა დააჩქაროს პრეზიდენტ მანუელ ზელაიას განდევნის შემდეგ განვითარებული კრიზისის მოგვარება.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა, რომ დელეგაციას გაუძღვება სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ტომას შენონი და თეთრი სახლის წარმომადგენელი ლათინური ამერიკის საკითხებში დან რესტრეპო.

ამერიკული დელეგაცია ჰონდურასის გარდამავალ პრეზიდენტს რობერტო მიჩელეტს და ბატონ ზელაიასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ამერიკული მხარის სურვილია ორივე დაპირისპირებულმა მხარემ გააძლიეროს ძალისხმევა კრისისის მოგვარების მიზნით.

XS
SM
MD
LG