ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოვიდა ახალი ფილმი მაიქლ ჯექსონის მონაწილეობით


მაყურებელს ეძლევა საშუალება იხილოს ახლად გამოსული ფილმი რომელშიც პოპ მუსიკის ლეგენდარული შემსრულებელი მაიქლ ჯექსონი მონაწილეობს.

ფილმში საშუალება გვაქვს ვიხილოთ სცენები იმ კონცერტების რეპეტიციიდან, რომელსაც ჯექსონი გარდაცვალებამდე ადრე ლონდონში გეგმავდა.


"This is it". ასე ქვია ამ ფილმს, რომელიც დღეს გავრცელდა ფართო ეკრანებზე ამერიკასა და მთელს მსოფლიოში. პრემიერა კი კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჟელესში შედგა და მას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ჯექსონის ოთხი ძმა დაესწრო.

წინასწარ ამ ფილმზე უკვე ასობით ათასი ბილეთია გაყიდული.

XS
SM
MD
LG