ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უცხოელის თვალით-რესპონდენტი ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ჯონსონი


სტივ ჯონსონი საქართველოში პირველად 1992 წელს ჩამოვიდა.

-"საქართველოში 1992 წელს ჩემი ძმის მოსანახულებადჩამოვედი. მან 1991-შიქართველი გოგონა შეირთო ცოლად და მას შემდეგ ამერიკიდან თბილისში გადმოსახვდა.კომპანია world perfect-ში მუშაობდა. ორი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე. სამოქალაქო ომის პერიოდი იყო, ვიფიქრე ჯერ მოსკოვში, შემდეგ ნიუ-იორკში და იქიდან ლოს-ანჟელესში გადავფრინდებიმეთქი, მაგრამ აეროპორტში არავინ იყო, ერთადერთი ქალი რომელიც შეგვხვდა იყო დამლაგებელი, მას ყველა თვითმფრინავებზე და ფრენებზე ეკითხებოდა ის კიდევყვიროდა: ჩვენთან ომია, არ გვაქვს გაზი, არ დაფრინავენ თვითმფრინავებიო. ასე დავრჩი თბილისში ორის მაგივრდა 10 თვეს. ბოლოს ამსტერდამში გავფრინდი. თბილისში 1997 წელს დავბრუნდი, ისე ჩემი ძმის მოსანახულებლად, მაინტერესებდა შეიცვალა თუ არა სიტუაცია. ძმამ მითხრა, რომ ყველაფერი უკეთესად იყო და სამსახურიც შემომთავაზაამერიკის საკოსულოში, გაცვლითი პროგრამების კურატორად. ჩვენ ქართველ ბიზნესმენებს სამ კვირიანი გაცვლითი პროგრამითშტატებში ვუშვებდით. მას შემდეგუკვე 10 წელზე მეტი გავიდა. შემდეგ მე დავქორწინდი ქართველ ქალზე, შევქმენი ოჯახი და ჩემს ძმასთან ერთად გავხსენი პროსპეროს წიგნების მაღაზია რუსთაველზე. გავმრავდით, შეგვეძინა ბავშვები და ასე ვცხოვრობთ. „ბეთსის“ ისტორია 1993 წელს 15 ოთახიანი კერძო სასტუმროდან დაიწყო. თავიდანსასტურმო ამერიკის სალეჩოს სტუმრებისთვის გავხსენით, რადგან იმ დროსმხოლოდ შერატონი იყო და ისიც არა უსაფრთხო, მოგეხსენებათ ეს მხედრიონის დროა, არეულია ქვეყანა.

ბეთსის თურქეთში, ბოდრუმში შევხვდი და მისი ბიზნესის ყიდვა შემოთავაზა. მაშინ 21 ოთახი გვქონდა, დავთანხმდიეს 2000 წელს იყო, ახლა 57 ოთახიანი სასტუმროს მფლობელები ვართ და რამდენიმე ხნის წინ ახალი აპარტამენტებიც ავაშენეთ.

მიყვარს ურთიერთობების სილაღე, როცა შეგიძლია გიყვარდეს და მოეშვა, მაგრამ არ მიყვარს როცა შენ აუცილებელი საქმე გაქვს და სხვვები განცხრომაში გეუბნებიან : ხვალ, ზეგ, მერე. მე საქართველოს შეყვარება მაშინ დავიწყე, როდესაც ამერიკასთან შედარებას მოვეშვი. ცხოვრების წესი აბსოლუტურად განსხვავაბეული, აქ არის საჭირო ადრე ადგომა, გიჟივი სამსახურში წასვლა, აქ შეძლება აკეთებდე შენს საქმეს, სხვაც აკეთებდს, რაღაც მომენტში გაჯობოს, შემდეგ შენ აჯობებ და ასე. ამერიკაში ჩასვლას წელიწადში ორჯერ ვახერხებ, ერთხელოჯახთან ერთდ, ერთხელ მარტო. ბავშვები ორივე ენაზეთავისუფლად ლაპარაკობენ, დედას ქართელად და მე ინგლისურად მელაპარაკებიან, ადრე, როცაპატარები იყვნენმხოლოდ ქართულად საუბრობდნენ, რადგან დროის უმეტეს ნაწილს დედასთან და ჩემს სიდედრთან ერთად ატარებდნენ.

რა თქმა უნდა ჩვენ ვაწყობდით გამგზავრების გეგმებს, მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ოჯახზე და სტუმრებზე, რომლებიც ომის დროს აქ იყვნენ. ეს ყველაზე დაკავებული პერიოდი იყო, იყვნენ ჟურნალისტები, ადამიანები რომელთა სიტყვაც საზღვარებს ცილდებოდა და მსოფლიოში ვრცელდებოდა,მართლაც ძალიან დაკავებულები ვიყავით. ომის მესამე დღეს ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით და მართლაც რამდენიმე დღით ერევანში გადავედით, რომ ვბრუნდებოდით გვესმოდა რომ რუსები თბილისზე მოდიოდნენ, მაგრამ რომ ნდომოდა მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამერიკა ასე უჭერს მხარს საქართველოს, ვფიქრობ საქართველოც მადლიერია. სულ ვფიქრობ რაში უნდა ჭირდებოდეს ეს შტატებს, პასუხად ბევრი ვერსია მომდის აზრად, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგია რომ ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობაა. ბაიდენის ვიზიტი, მისი მხრიდან იმის აღნიშვნა რომ ამერიკა ყველანაირად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიისგანვითარებას ძალაინ მნიშვნელოვანია. .... ეს ქვეყანა იმდენი ხანია ვითარდება და იმდენი რამის გადატანა უწევს, რომ ვფიქრობ აღარ არის რევოლუციების დრო, ხალხი ძალიან ტოლერანტულია, თუმცა ამ ბოლო დროს აპატეთიკურობას ვაყობ. ამერიკას ბევრი პრობლემა აქვს, იქ სულაც არ არის დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი, თუმცა იქ პრინციპებია სწორი. ჩემი აზრით საქართველო მალე ფეხზე დადგება.

მე ყოველთვის ვამბობ რომ ბიზნესმენი, კომპანია ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტენ ხალხისთვის განსაკუთრებული იქნება. "

XS
SM
MD
LG