ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  42 მეამბოხეა მოკლული


პაკისტანის არმია სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში თალიბთა ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა, რის შედეგადაც 42 მეამბოხეა მოკლული. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დარწმუნებულია იმაში, რომ ალ-ქაიდას ლიდერი ბინ ლადენი ამ რეგიონში იმალება. სამშაბთს შეიარაღებული პირი თავს დაესხა პაკისტანის არმიის ერთ-ერთ მაღალჩინოსან ოფიცერს. ოფიცერი თავდასხმას გადაურჩა. იგი არ დაშავებულა. სამხედროების განცხადებით მას შემდეგ რაც 17 ოქტომბერს სამხედრო ოპერაციები დაიწყო 239 მეაბმბოხე და 31 სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული. ამ ციფრების დამოუკიდებელი დაზუსტება შეუძლებელია, რადგანაც ჟურნალისტები არ არიან დაშვებულნი ამ ზონაში.

XS
SM
MD
LG