ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი ავღანეთში


გაეროს განცხადების თანახმად თალიბებმა ავღანეთში გაეროს სამი უცხოელი თანამშრომელი მოკლეს. არიან დაჭრილები. თავდასხმა განახორციელეს ქაბულში განლაგებულ შენობაზე, სადაც უცხოელები ჩერდებიან. თალიბებმა უკვე იკისრეს პასუხისმგებლობა ტერაქტისათვის. მათ განაცხადეს, რომ ეს პირველი ნაბიჯია მომავალ თვეს დაგეგმილი დამატებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისათვის. როგორც გაეროს წარმომადგენელმა განუცხადა ამერიკის ხმას ინციდენტი ჯერ კიდევ ამოწურული არ არის და არ არის გამორიცხული, რომ თალიბებს მძევლები ყავდეთ აყვანილი ამ შენობებში.

XS
SM
MD
LG