ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ აპირებს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით


უკვე რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა სტენლი მაკკრისტალმა ომის შეფასება წარუდგინა პრეზიდენტს და ახალი სტრატეგიის შემუშავებასთან ერთად მას ავღანეთში დამატებით 40 000 ჯარისკაცის გაგზავნა სთხოვა.

პრეზიდენტი ობამას პოლიტიკური მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ობამა ომის სტრატეგიის შეცვლას ძალიან დიდ დროს ანდომებს.

ბატონი ობამა შეერთბული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ის ჯარისკაცებს დაჰპირდა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებს სანამ ის არ ეცოდინება, რომ მათი ავღანეთში გაგზავნა გარდაუვალი საჭიროებაა.

XS
SM
MD
LG