აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვერავინ აიძულებს მას ნაჩქარევად მიიღოს გადაწყვეტილება, იმის თაობაზე გააგზავნოს თუა არა დამატებითი სამხედრო ნაწილები ავღანეთში. მან ეს განცხადება ფლორიდაში გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ძალზე სერიოზლია და მას სულაც არ სურს საფრთხეში ჩააგდოს ამერიკელ სამხედროთა სიცოცხლე გარდა იმ შემთხვევისა თუკი ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ამჟამად ადმინისტრაცია განიხილავს ავღანეთსი ამერიკელ სამხედროთა მოთხოვნას 40 000-მდე დამატებითი ჯარისკაცის იქ გადასროლაზე.