ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობის განცხადებით სამხედრო იერიშის შედეგად მეამბოხეებს შორის პირადი დანაკარგები იზრდება


პაკისტანის არმიის განცხადებით, ავღანეთის საზღვართან მდებარე თალიბ მეამბოხეთა საყრდენ ბაზაზე იერიშის შედეგად დაიღუპა 42 მეამბოხე.

პაკისტანის სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს დაფიქსირებულ მოკლულ მეამბოხეთა ჩათვლით, სულ სამხრეთ ვაზირისტანში განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის განმავლობაში ჯერ-ჯერობით ლიკვიდირებულ იქნა 200-ზე მეტი მეამბოხე. ამ მონაცემების დამოუკიდებელი დადასტურება შეუძლებელია რადგან კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია.

პაკისტანის სამხედროებმა 30,000 ჯარისკაცი გადაისროლეს სამხრეთ ვაზირისტანში. სამხრეთ ვაზირისტანი მთიანი რეგიონია პაკისტანის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში.

XS
SM
MD
LG