ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით რამოდენიმე დღეში თეირანი პასუხს გასცემს ბირთვული გარიგების შემოთავაზებაზე


ირანის მთავრობის განცხადებით, რამოდენიმე დღეში თეირანი გადაწყვიტავს თანახმა არის ის თუ არა ურანის გარკვეული რაოდენობის გაგზავნაზე საზღვარგარეთ გასამდიდრებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოტაკიმ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შესაძლოა დათანხმდეს გაეროს მიერ მომზადებულ შემოთავაზებაზე, რომლის თანახმად მესამე ქვეყანა გაამდიდრებს ურანს ირანის კვლევითი რეაქტორისთვის.

მაგრამ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების თანახმად, მოტაკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სხვადასხვა“ ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს „მზადყოფნა“ ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის. მან არ დააკონკრეტა თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა იგი.

XS
SM
MD
LG