ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი პირველად ადასტურებს ღორის გრიპის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევებს


რუსეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა H1N1 ვირუსის გამოჩენის შემდეგ, პირველად დაადასტურეს ეგრეთ წყოდებული ღორის გრიპის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები.

სამშაბათს ორი რუსი ქალი დაიღუპა მონღოლეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ჩიტას საავადმყოფოში.

ღორის გრიპის ასეობის შემთხვევა იყო რუსეთში დაფიქსირებული, მაგრამ რუსეთის მთავრობამ დღეს პირველად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ვირუსმა სიკვდილი გამოიწვია.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოთვლებით, დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 5000 ადამიანია დაღუპული H1N1 ვირუსით.

XS
SM
MD
LG