ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთს 16 ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებს


საქართველომ რუსეთის სამხედრო ძალები დაადანაშაულა 16 ქართველის გატაცებაში სადავო სასაზღვრო რაიონში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ხსენებულ პირთა ჯგუფი გაიტაცა „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა“ დუშეთის რაიონში სამხრეთ ოსეთის მახლობლად. უნდა აღინიშნოს რომ გატაცებული პირები შეშას აგროვებდნენ, როცა ისინი გაიტაცეს.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ 16 პირი დააკავეს „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო.

საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ჯგუფის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG